ოთხთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ორლანდოში ახალი ფორმატით განახლდა. 31 ივლისს ორი შეხვედრა გაიმართა.
“იუტა ჯაზმა” “ნიუ ორლეანზ პელიკანსი” 106-104 დაამარცხა. იუტადან ყველაზე შედეგიანები 23 ქულით ჯორდან კლარკსონი და 20-20 ქულით დონოვან მიტჩელი და მაიკ კონლი გახდნენ.
ორმაგი დუბლი შეასრულა რუდი გობერმა 14 ქულა +12 მოხსნა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ჯორდან კლარკსონი ერთადერთი იყო იუტამ სასტარტოებიდან,რომლის მარგმა ქმედების კოეფიციენტმა მინუსი(-8) აჩვენა. ნიუ ორლეანიდან ყველაზე შედეგიანები ბრენდონ ინგრემი 23 ქულით, ჯეი ჯეი რედიკი 21 ქულით და ჯრუ ჰოლიდეი 20 ქულით გახდნენ.
თამაშის გამარჯვებული ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო. თამაშის დასრულებამდე 6.9 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 104-104 იყო, დერიკ ფეივორსი რუდი გობერზე დაჯარიმდა, ფრანგმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა – 106-104. ბოლო შეტევაზე ბრენდონ ინგრამს შეეძლო ნიუორლეანელთათვის გამარჯვება მოეტანა, მაგრამ მისი ნასროლი არაზუსტი გამოდგა. საბოლოო შედეგი 106-104 იუტას სასარაგებლოდ.
ლოს ანჯელესურ დერბიში “ლეიკერსმა” ასევე ძალიან დაძაბულ მატჩში “კლიპერსი” 103-101 დაამარცხა. ლეიკერსიდან საუკეთესო ენტონი დევისი იყო 34 ქულით, ლებრონ ჯეიმსმა და კაილ კუზმამ 16-16 ქულა ჩააგდეს, ჯეიმსმა 16 ქულის გარდა 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.
“კლიპერსიდან” საუკეთესოები გუნდის ლიდერები კავაი ლეიონარდი 30 ქულით და პოლ ჯორჯი 28 ქულით გახდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ კლიპერსი ლუ უილიამსის და მონთრეზელ ჰერელის გარეშე თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ ენტონი დევისმა 18 ქულით მეტი ჩააგდო ვიდრე ლებროინ ჯეისმა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ მატჩის მთავარი გმირი დევისი იყო. შეგვიძლია ვთქვათ,რომ მატჩის ფინიშზე გამარჯვება გუნდს ლებრონ ჯეიმსმა მოუტანა. ჯერ 12 წამით ადრე თავისივე აცილებული თავადვე მოხსნა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, შემდეგ კი იდეალური დაცვა ითამაშა.