ოზურგეთში, ჭანტურიას N1 ნომერში მდებარე ყვავილების მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან, ინგლისური კოკერ-სპანიელის ჯიშის 6 თვის ლეკვი მოიპარეს.
საპატრულო პოლიციამ, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღო, საიდანაც ირკვევა რომ ლეკვი, ახალგაზრდა გოგომ მოიპარა.
შემთხვევა შუადღის 12 საათზე მოხდა. როგორც ლეკვის პატრონი ნინო მამალაძე „პრაიმტაიმთან“ ჰყვება, ლეკვი სულ მაღაზიაში ჰყავდა და უყურადღებოდ არასოდეს დაუტოვებია.
„აქ ერთ-ერთ მაღაზიაში ვმუშაობ, შვილივით ვზრდი, აქ მომყავს ყოველ დღე. ორი წუთით გამოვიდა გარეთ და მომპარეს. მივმართე პოლიციას, გამოძიება დაიწყეს. როგორც პატრულ ინსპექტორმა მითხრა, ამოიღეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს როგორ მიყავს ჩემი ლეკვი ახალგაზრდა გოგოს. იმედია მალე მიაგნებენ და დამიბრუნდება ჩემი ბიბი“,- გვითხრა ლეკვის პატრონმა.
შსს-მ გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.
]