პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას შინაგან საქმეთა მინისტრთან არ ჰქონდა კითხვები და არ აინტერესებდა პასუხები. მისი თქმით, სხდომის დასრულებასთან დაკავშირებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
“სხდომის მიზანი იყო, რომ ოპოზიციას ჰქონოდა კითხვების დასმის და პასუხების მიღების საშუალება. როდესაც ოპოზიცია აჩვენებს, რომ მას არ აქვს კითხვები და არ აინტერესებს პასუხები, ასეთ დროს, ბუნებრივია, მოსმენას აზრი ეკარგება, შესაბამისად, ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული სხდომის დასრულებასთან დაკავშირებით.
ეს არის ამორალური პროტესტი, რომელიც მართულია კონკრეტული პარტიის და ამ პარტიის კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. სამწუხაროა, რომ რიგითი ჟურნალისტებიც ჰყავთ ამ პროტესტში ჩართული, როდესაც ხდება მანიპულირება ისეთი თემებით, რომელზეც არ შეიძლება მანიპულირება და სპეკულირება, ეს არის ამორალური ქმედება.
მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ამ ამორალურ ქმედებებს, რაც ძალიან მალე დასრულდება, ამის შემდეგ აღდგება ნორმალურ რეჟიმში ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.