უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 9 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 600 სამხედრო, 15 ტანკი და 36 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 268 140;
ტანკი – 4 544;
ჯავშანტექნიკა – 8 739;
საარტილერიო სისტემა – 5 789;
სარაკეტო სისტემა – 757;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 508;
თვითმფრინავები – 315;
ვერტმფრენი – 316;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 588;
საკრუიზო რაკეტები – 1 455;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 298;
გემი/ნავი/კატარღა – 19;
სპეციალური აღჭურვილობა – 870.