უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 4 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 460 სამხედრო, 4 ტანკი და 29 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 265 120;
ტანკი – 4 480;
ჯავშანტექნიკა – 8 663;
საარტილერიო სისტემა – 5 611;
სარაკეტო სისტემა – 741;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 503;
თვითმფრინავები – 315;
ვერტმფრენი – 316;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 481;
საკრუიზო რაკეტები – 1 447;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 149;
გემი/ნავი/კატარღა – 18;
სპეციალური აღჭურვილობა – 847.