ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნას 15 სექტემბრიდან აპირებს. აკრძალვა „საზღვრის“ კვეთაზე აპრილის დასაწყისიდან მოქმედებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.
„მიმაჩნია, რომ გზა უნდა გაიხსნას 15 სექტემბრიდან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამ დროისთვის ჩვენი ბავშვები უკვე წავლენ სკოლებში, დაიწყება სასწავლო პროცესი სრული მასშტაბით. თუმცა, მხედველობაში მიიღება ის შესაძლო რისკები, რომელიც საზღვრის გახსნასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.
მან ე.წ. ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, გაზარდოს მედიკამენტებისა და საჭირო მასალების დღეისთვის არსებული მარაგი, ასევე მოემზადოს პაციენტების მისაღებად.
ბიბილოვმა არ გამორციხა, რომ თუკი რუსეთის მხრიდან შეთანხმება მალე მოხდება, ე.წ. საზღვრის გახსნა 10 სექტემბერსაც გახდეს შესაძლებელი