ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლაბრაში 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება.
სოფლის გამგებლის, არუთუნ მელკონიანის ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. მასთან სასწრაფო დახმარება 23 აგვისტოს გამოიძახეს, 24 აგვისტოს კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა.
დღეისთვის სოფელი ლაბრაში მედიკოსები მოსახლეობაში ბიომასალებს აგროვებენ. სოფელში 250 ადამიანი ცხოვრობს.
სოფლის გამგებლის ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანია ინფექციის მატარებელი, რომელიც თვითიზოლაციაშია.