ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩავიდა.
ვიზიტი 2008 წლის ომის 13-წლისთავს უკავშირდება. ბჟანია ცხინვალში სამ დღეს დარჩება.
ის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერებთან, მათ შორის ანატოლი ბაბილოვთან მოლაპარაკებებს გამართავს და მონაწილეობას მიიღებს გაფართოებული ფორმატის თათბირში.
აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაციას უკვე შეხვდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ კოზაევი და ჯავის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.