უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებს აზოვსტალის ქარხანაში შესასვლელი გვირაბების შესახებ ინფორმაცია ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. ინფორმაციას UNIAN-ი Telegram-ზე ავრცელებს.
“რუსმა ნაძირალებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის იპოვეს მოღალატე, ელექტრიკოსი, რომელმაც მიწისქვეშ, ქარხანაში შესასვლელი გვირაბები აჩვენა. ოკუპანტებმა მოღალატისგან მიღებული ინფორმაციის შედეგად, გვირაბებზე შტურმი დაიწყეს”. – თქვა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.
Українська правда-ს წყაროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ. მეორე დღეა, რაც აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები არიან გამაგრებული, რუსეთის შეიარაღებული ძალების შტურმი მიმდინარეობდა. აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ.
ამასთან ერთად,უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.