6 სექტემბრის ღამეს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი პოპკოს განცხადებით, კრემლმა გამოიყენა Kh-101/555/55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები, ასევე, სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტებიც.
“მტრის ყველა სამიზნე. რომელიც მოძრაობდა დედაქალაქის მიმართულებით, განადგურდა საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით”, – დაწერა მან ტელეგრამზე და აღნიშნა, რომ დილის მონაცემებით, მსხვერპლი და ნრგევა არ ყოფილა.
მოგვიანებით, საგანგებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის რეგიონში კომერციული საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო.