ოკუპანტები ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას ამ დრომდე ცდილობენ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი BBC-სთან ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ რუსებმა პრეზიდენტის ოფისთან ოთხჯერ ისროლეს. მისივე თქმით, ოკუპანტებს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ვინმეს „მოშორებაც“, მათ შორის მისიც. “სხვათა შორის, თქვენი მონამორჩილი პირველ ხუთეულშია. ეს ინფორმაცია ოპერატიულ მონაცემებს ეყრდნობა. მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობისას, პრეზიდენტის ოფისზე დარტყმა, საიდანაც პროცესი ვიდეოკავშირით მიმდინარეობს, საკუთარი თავისთვის ყველა გზის მოჭრას ნიშნავს. თუკი მოლაპარაკება არ იქნება – ეს უკვე სრულიად სხვა ვითარებაა, – ამბობს არესტოვიჩი.”არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ ოკუპანტები პრეზიდენტის ოფისს არ დაბომბავენ, თუმცა ეჭვი არ ეპარება, რომ ზელენსკის მკვლელობის მცდელობას ისევ გააგრძელებენ.
WizzAir მომხმარებლებს აფრთხილებს
ავიაკომპანია WizzAir სისტემაში ჯავშნების მასობრივ გაუქმებასთან ან ცვლილებებთან დაკავშირებით მომხმარებლებს აფრთხილებს. “არსებულ მომენტში გვაქვს ტექნიკური პრობლემა, რომელიც დაჯავშნის სისტემას შეეხო. შედეგად შეიძლება დაინახოთ ცვლილება თქვენს ჯავშანზე აპლიკაციაში ან ვებსაიტზე ან...