ბათუმში, ზღვაში 2-დღიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი, 15 წლის მოზარდი გიორგი სტეფანაშვილია.
“ოდნავადაც ვერ ავღწერ როგორ მტკივა ახლა…მიყვარხარ” – წერს გიორგის მეგობარი ფეისბუკზე და ვიდეოს აზიარებს.
“ის დღე მინდა როცა პირველად გაგიცანი?არასდროს განმიცდია ახლობლის დაკარგვა და მივხვდი რომ ძალიან,ძალიან რთულია. დიდი ტკივილი ხარ ყველასთვის.ერთადერთი ადამიანიხარ ვისგანაც ცუდი არ მახსოვს, შენს თვალებში მხოლოდ სიკეთეს ვხედავდი, ნეტა შემეძლოს ყველაფერი დავწერო რასაც შენდამი ვვრძნობდი და ვგრძნობ. ამას შენ ნამდვილად არ იმსახურებდი!მიყვარხარ სტეფან❤️კიდე შევხვდებით..”
როგორც ირკვევა, დაკარგული არასრულწლოვანი რუსთავიდან იყო და ბათუმში მეგობრებთან ერთად ისვენებდა.
„კვირის პალიტრას“ ზღვაში დამხრჩვალი მოზარდის ახლობელი ესაუბრა:
„იმ ადგილას, სადაც გიორგიმ და მისმა მეგობრებმა დილის 7 საათზე გაისეირნება გადაწყვიტეს, ზღვაში საკმაოდ ღრმად შედის ხიდი და იმ ხიდზე გავიდნენ. სრულიად ფხიზლები იყვნენ, ფოტოებს იღებდნენ და სწორედ ფოტოს გადაღების დროს გადავარდა წყალში.
რომ ჩავარდა, მეგობარიც გადახტა საშველად, თუმცა გიორგის ამ ბიჭის ჩათრევაც დაუწყია და ვერ შეძლო შველა, იმ წამსვე ატეხეს ხმაური და დანარჩენებმა ადამიანების საშველად დაძახება.
ზღვასი გამვლელი 2 ბიჭი და მაშველებიც შევიდნენ, თუმცა შტორმის მეორე დღე იყო, ტალღები ისევ იყო ზღვაზე, წყალიც ღრმაა და დინებას წაღებული ჰყავდა უკვე… გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნასვამები იყვნენ, არადა, ბავშვი გაზიანი სასმლის მეტს არაფერს სვამდა.
6 ბიჭიდან (ასაკი 15-16 წელი) ერთ-ერთს თან მშობელი ახლდა, არც უფიქრია, რომ რამე ცუდი დაემართებოდათ, ამიტომ არ გაჰყვა, – დილას გავისეირნებთო, – ბიჭებს უთქვამთ. საერთოდ წყალშიც კი არ შედიოდა გიორგი, რადგან ცურვა არ იცოდა.