ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით სკოლებში მეგრული და სვანური ენების არჩევით სწავლებასთან დაკავშირებით.
მიმაჩნია, რომ მსგავსი სახელმწიფოებრივად გონივრული ნაბიჯი ჯერ არ გადადგმულა ენებთან დაკავშირებით საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე.
ეს არის საკუთარი ერის დაფასება და საკუთარი ენობრივი მრავალფეროვანი უნიკალური კულტურის წარმოჩენა მსოფლიო არენაზე, რაც სწორი და გონივრული მიდგომებით მოგვიტანს დადებით შედეგებს, მცირე ერი ოთხი უძველესი ენებით, როგორიცაა მეგრული , სვანური, აფხაზური და ქართული-სახელმწიფო ენა.
ნუ გეშინიათ საკუთარი თავის, ნუ გეშინიათ საკუთარი წარსულის, ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების, რამე თუ არ არსებობს სიმდიდრე უფრო სხვა!
გილოცავთ ქართული სახელმწიფო ენის დღეს! დიდება ერთიან, მრავალფეროვან, ძლიერ საქართველოს აშენებულს სიყვარულითა და ძმობით!
ეს არის ჩვენი სამშობლო საქართველო!
ლადო გამსახურდია