სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის დაცვის თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნა – ამის შეახებ ინფორმაციას სააგენტო timer.ge წერს. მათივე ცნობით ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ერევნის ინფექციურ საავადმყოფოში. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. სომეხი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ გააცილა.ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.
საქართველოს პრემიერს, მათთან მყოფ პირებს და დაცვის თანამშრომლებს ლუგარის ლაბორატორიაში მოუწევთ ანალიზების ჩაბარება, – იუწყება სააგენტო timer.ge