, 2021 წლის 17 იანვარს ნიკა სიმონიშვილი საიას გამგეობამ ერთი წლის ვადით თავმჯდომარედ აირჩია. 2020 წლის მარტიდან იყო მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი. 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საიას გამგეობის წევრად.
2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანისუფლებების დაცვის პროგრამაში. 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტშიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად. ნიკოლოზს საიაში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც. 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მას წარმატებით ნაწარმოები აქვს საიას არაერთი სტრატეგიული საქმე. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
მას ასევე აქვს სალექციო და ტრენინგ კურსების გაძღოლის გამოცდილება. ის იყო სულხან-საბას სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მოწვეული ტრენერი.
ნიკოლოზი იყო და დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოწვეული ექსპერტის რანგში, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში.
ის არის სამეცნიერო სტატიების, ანალიტიკური დოკუმენტებისა და სამართლებრივი ბროშურების ავტორი და თანაავტორი.
მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში, ტრენინგსა და სამუშაო შეხვედრაში. მათ შორის:
– სამუშაო შეხვედრები ფლანდრიის მთავრობასთან ბავშვის უფლებების შესახებ;
– საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა, მე-11 ყოველწლიური დიალოგი ადამიანის უფლებების შესახებ;
– სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში, პროგრამა: „დღის წესრიგი 2030 – რეგულირების ზეგავლენის მოთხოვნებისაქართველოში“ დასაქმების საკანონმდებლო და პრაქტიკული რეგულირება ავსტრიის რესპუბლიკაში;
– საერთაშორისო გაცვლითი სემინარის “Ost-West Netzwerk” მონაწილე.
ნიკოლოზს წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხური და მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრისა (2014 წ.) და კერძო სამართლის მაგისტრის (2016 წ.) ხარისხი. ამჟამად ის არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი.”-წერია საიას ოფიციალურ ვებგვეფდზე.