ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, პოლიციელებმა ნიკა მელიას დაკავებისას პარტიის თავმჯდომარესთან ერთად აქტივისტები დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 21 ადამიანი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი, მოძრაობა “სირცხვილია”-ს აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, აქტივისტი ზუგდიდიდან – ირაკლი კვარაცხელია.
“პრაიმტაიმი” დაკავებულების ვინაობას არ არკვევს.










