LIVE TV
სამშაბათი, ნოემბერი 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

დაპოსტა 2021/02/17-ში
142
ნახვა
გაზიარება

20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

“აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალოს მკაცრი აღვკეთის ღონისძიებით – პატიმრობით. ბრალდებულ ნიკანორ მელიას პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან”, – განაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩახნაშვილმა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. სწორედ ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა აცხადებდა, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები კანონის განაწესებთან კონფლიქტში მოდის. პროკურორი განმარტავდა, რომ ბრალდებულმა შეგნებულად, წინასწარ განზრახულად არ შეასრულა გირაოს პირობები და არ გადაიხადა თანხა, რაც სათანადო ქცევასთან კონფლიქტში მოდის. დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ ნიკა მელია საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო და ამასთან, მის მიმართ დაწესებული ყველა შემზღუდავი ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

გაზიარება57

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ნოემბერი 11, 2025
9
მთავარი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალის მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. ხმაური იყო სასამართლოსთან. კერძოდ, მზია ამაღლობელის გულშემატკივრებსა და მანდატურის წარმომადგენლებს შორის კამათი იყო. მზია ამაღლობელის კოლეგებსა და გულშემატკივრებს ეზოში შესვლის და სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა – ჩხარის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს

ნოემბერი 11, 2025
28
მთავარი

ჩხარის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს. „ყველაზე კეთილი, თბილი, უბოროტო და მოუსვენარი ბიჭი დაკარგა ჩვენმა სკოლამ. რა რთულია ამ დროს, სათანადო სიტყვებს მოუყარო თავი და როგორი მძიმეა რეალობისთვის თვალის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს

ნოემბერი 11, 2025
15
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა:...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

ნოემბერი 11, 2025
54
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,...

დაწვრილებითDetails

“ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა” – ყვარლის მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

ნოემბერი 11, 2025
60
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გივი ზაუტაშვილს, მის ძმას ნიკა ზაუტაშვილსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ლევან გელაძეს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე სამივე პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა

ნოემბერი 11, 2025
27
მთავარი

კინორეჟისორი, ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქართული ტელევიზიისა და კინემატოგრაფიისთვის. ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა...

დაწვრილებითDetails

გურჯაანის ერთ-ერთ სკოლაში მუნი დაფიქსირდა

ნოემბერი 11, 2025
4
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუნის ორი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადება ერთ-ერთი საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს გაუჩნდა. მოზარდები ერთი ოჯახის წევრები არიან. ექიმ-ეპიდემიოლოგ ნონა ჯადუგიშვილის განმარტებით, სკოლებში საუბრები და დეზინფექცია უკვე  ჩატარებულია, მოსწავლეები კი...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო

ნოემბერი 11, 2025
6
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ზუგდიდში ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა

ნოემბერი 11, 2025
89
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში ბესო ტიბუას და ბორის სიჭინავას სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება: ,,დღეს ჩვენი სოფელი ჯიხაშკარი უსაზღვრო ტკივილშია ჩაძირული… ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი ძვირფასი ადამიანი...

დაწვრილებითDetails

„ხვალ ჩაეხუტება თავის წლების უნახავ შვილს…” – ემიგრანტები 15 წლის გოგოს გლოვობენ

ნოემბერი 11, 2025
18
მთავარი

იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტს 15 წლის შვილი ტრაგიკულად დაეღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ჩემო ემიგრანტებო... ჩვენ სიკეთით სავსე ემიგრატს, ჩვენ ზურას რომელიც ემიგრატებს ყველა გასაჭირში გვერდით უდგას, გუშინ უდიდესი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».