LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ნებილეტი – პრეპარატი თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის

დაპოსტა 2025/06/10-ში
39
ნახვა
გაზიარება

გულის უკმარისობა ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დიაგნოზიც (ჯანმოს მონაცემებით) მსოფლიოს მასშტაბით 65 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს დადგენილი. დაავადება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ამიტომ პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა მოხდეს კარდიოლოგთან ვიზიტი.

არსებობს გულის უკმარისობის სტანდარტული მედიკამენტური თერაპია, რომლის პარალელურად ხშირად ინიშნება დამატებითი პრეპარატებიც. ერთ-ერთი ასეთი დამატებითი პრეპარატია ნებილეტი.

რას წარმოადგენს პრეპარატი ნებილეტი და რისთვის გამოიყენება იგი?

ნებილეტი – გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება სელექციურ ბეტა-ადრენობლოკერების ჯგუფს და გამოიყენება:

  • მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის სტანდარტულ მკურნალობაზე 70 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში;
  • მომატებული არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ;
  • სტაბილური კორონარული არტერიების დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს კლინიკური სიმპტომები – გულ-მკერდის არეში ტკივილი და დისკომფორტი, რომლებიც ხშირად გამოწვეულია ვარჯიშით, ემოციებით ან სტრესული მდგომარეობებით;

ვისთვის არ შეიძლება ნებილეტის მიღება?

პრეპარატის მიღება არ შეიძლება იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე:

  • დაბალი არტერიული წნევა;
  • სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები;
  • შენელებული პულსი (წუთში 60-ზე ნაკლები);
  • გულის რიტმის დარღვევები (მაგალითად: გულის გამტარობის დარღვევები, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა);
  • ახლად გამოვლენილი ან დამძიმებული გულის უკმარისობის შემთხვევა, ან კარდიოგენული შოკი, რომელიც თან ახლავს გულის მუშაობის დამხმარე ინტრავენური პრეპარატების შეყვანას;
  • ბრონქოსპაზმი და ბრონქული ასთმა;
  • არანამკურნალები ფეოქრომოციტომა, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე;
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან შესუსტება;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

რა უნდა ვიცოდეთ ნებილეტის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან მიღებისას?

მიუხედავად იმისა, რომ ნებილეტი გამოიყენება როგორც დამატებითი პრეპარატი, სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, გარკვეულ სამკურნალწამლო საშუალებებთან მისი მიღება რეკომენდებული არ არის.

კერძოდ, განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი პრეპარატები:

  • არტერიული წნევის სამკურნალო ან გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ამიოდარონი, ამლოდიპინი, ციბენზოლინი, კლონიდინი, დიგოქსინი, დილთიაზემი, დიზოპირამიდი, ფელოდიპანი, ფლეკაინიდი, გუანტაცინი, ჰიდროქინიდინი, ლაციდიპინი, ლიდოკაინი, მეთილდოპა, მექსილეთინი, მონონიდინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი, პროპაფენონი, ქინიდინი, რილმენიდინი, ვერაპამილი);
  • სედაციური საშუალებები, დეპრესიისა და ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ბარბიტურატები (რომლებიც ასევე გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ); ამიტრიპტილინი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტი; ნიფენოთიაზინი (რომელიც ასევე გამოიყენება გულისრევისა და ღებინების მოსახსნელად) და თიორიდაზინი;
  • საანესთეზიო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების დროს.
  • ასთმის, ცხვირის გაჭედვის მოსახსნელი საშუალებები ან თვალის გარკვეული დაავადებების სამკურნალო ან გუგის გამაფართოვებელი პრეპარატები.
  • ბაკლოფენი (ანტისპასტიური მიორელაქსაქსაციური სამკურნალო საშუალება), ამიფოსტინი (დამცველობითი მოქმედების მქონე საშუალება, რომელიც გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს).

ნებივოლოლთან ერთად გამოყენებისას ყველა ამ პრეპარატს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევაზე და/ან გულის მუშაობაზე. ამიტომ თუ წარსულში იღებდით, იღებთ, ან მომავალში გეგმავთ ზემოთ ჩამოთვლილი წამლების მიღებას, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

როგორ და რა დოზებით უნდა მიიღოთ ნებილეტი გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ?

მკურნალმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ დოზა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მკურნალობის თითოეულ კონკრეტულ ეტაპს. მკაცრად უნდა იყოს დაცული მითითებული დოზა და ექიმის ინსტრუქციები.

ნებილეტით მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობით.

მკურნალობა უნდა დაიწყოს დღე-ღამეში ¼ ტაბლეტით, 1-2 კვირის შემდეგ დოზა შესაძლოა გაიზარდოს დღე-ღამეში ½ ტაბლეტამდე, ხოლო შემდეგ თანმიმდევრულად დღე-ღამეში ერთ ან ორ ტაბლეტამდე, სანამ არ იქნება მიღწეული სათანადო დოზა.

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს (10 მგ) დღე-ღამეში.

საჭიროების შემთხვევაში, მკურნალ ექიმს შეუძლია დოზის შემცირება.

მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაღრმავება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

თუ პარალელურად იღებთ კუჭის მომატებული მჟავიანობისა და წყლულის სამკურნალო პრეპარატებს, ნებილეტის მიღება უნდა მოხდეს საკვების მიღების დროს, ან საკვების მიღებათა შორის.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატ ნებილეტის მიღება არ შეიძლება.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გაბრუების ან დაღლილობის შეგრძნება. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვის ან სხვა ტექნიკასთან მუშაობისას.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

“ლეიკემია დაამარცხა და ახლა თავზარდამცემი ამბავი გავიგე” – რას ჰყვებიან ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე

თებერვალი 8, 2026
91
მთავარი

ბა­თუმ­ში, ბო­ნის და­სახ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ბა­ზარ­თან 16 წლის ბიჭი ალექ­სან­დრე მა­მა­ლა­ძე და­ი­ღუ­პა. ტრა­გე­დია 6 თე­ბერ­ვალს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მე­გობ­რე­ბის თვალ­წინ დატ­რი­ალ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი ხიდ­ზე თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და და ფო­ტო­ებს იღებ­და, რო­დე­საც ხი­დის ქვეშ სატ­ვირ­თო...

დაწვრილებითDetails

“უკრძალავდა ხალხთან კონტაქტს და ფარულად უთვალთვალებდა” – პროკურატურა უმძიმეს დეტალებს ასაჯაროებს

თებერვალი 8, 2026
86
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რა გარ­და­ბან­ში მომ­ხდა­რი ფე­მი­ცი­დის ფაქ­ტზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე მარი გა­ხო­კი­ძეს ქმა­რი უზღუ­დავ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, უკ­რძა­ლავ­და ხალ­თან კონ­ტაქტს და ფა­რუ­ლად უთ­ვალ­თვა­ლებ­და....

დაწვრილებითDetails

ძლიერი ნალექი, ქარბუქი და ნისლი – გარემოს ეროვნული სააგენტო

თებერვალი 8, 2026
252
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თებერვალი 8, 2026
38
მთავარი

ზუგდიდში, ბაშაურის ქუჩაზე, დევნილების ყოფილი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, უფუნქციო იყო. ამ დროისთვის, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თებერვალი 8, 2026
102
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.ბ., 1990 წელს დაბადებული ჯ.ა. და...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

თებერვალი 8, 2026
73
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება – რამდენად იყიდით 1 გრამს

თებერვალი 8, 2026
214
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი იზრდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 966 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 189 დოლარით მატებაზე მიუთითებს. kitco-ის მონაცემებით, ერთი დღის ჭრილში...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა

თებერვალი 8, 2026
7
მთავარი

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
38
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
21
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».