საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მცირეწლოვანზე ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ მომხდარ ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბერს თბილისში ძიძამ 1 წლისა და 6 თვის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა. გამოძიების მასალებით დადასტურდა, რომ...










