უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. გადაწყვეტილება ეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი დასწრებული ფორმით განახლდება სკოლებშიც.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებს ბავშვთა გასართობი ცენტრებიც.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.