იოანე და ქრისტინე ბაგრატიონები მშობლები 19 იანვარს გახდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ხუან ბაგრატიონის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე დაიბადა ჩვენი ვაჟი ბაგრატ ბაგრატიონი.“ – ნათქვამია განცხადებაში.
იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებმა ჯვარი 2018 წელს, სვეტიცხოველში დაიწერეს. ქართველმა პრინცმა და ცნობილმა მოდელმა ურთიერთობა 6 წლის წინ დაიწყეს.















