რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები “დასავლეთი -2021”, რომელიც NATO-ს საზღვრებთან 10-დან 16 სექტემბრამდე ჩატარდება, ასევე ლიეტუვაში მიგრანტების შემოდინება, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში NATO-სა და სამხედროებს შორის “ინციდენტების” რისკს ზრდის.
ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა Financial Times-სთან ინტევრიუში განაცხადა.
”როდესაც თქვენ გაქვთ სასაზღვრო კრიზისი, NATO-ს საზღვრებთან არის მსხვილი სამხედრო წვრთნები, როდესაც თქვენ ზრდით ჯარების რაოდენობას ჩვენს მხარეს
(ლიეტუვის, ესტონეთისა და პოლონეთის მხრიდან), მაშინ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზრდის ინციდენტების გაჩენის ალბათობას”, – განაცხადა რინკევიჩმა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთიდან ლიეტუვაში მიგრანტების შემოდინება “ჰიბრიდული ომის ნათელი მაგალითია”.
მინისტრის თქმით, ის კმაყოფილია ერაყის გადაწყვეტილებით მინსკში ფრენების შეწყვეტის შესახებ, რამაც ლიეტუველი მესაზღვრეების ახალ ტაქტიკასთან ერთად, რომელიც ბელარუსში მიგრანტების დაბრუნებას ითვალისწინებს, ბოლო დღეებში საზღვრის გადაკვეთის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია.