“სტიგმაც იყო, რატომღაც ეგონათ რომ C ჰეპატიტი ნარკოტიკების მომხმარებლების დაავადებაა. შემდეგ და შემდეგ აქტიურმა კამპანიამ , პროპაგანდამ, საუბარმა, ადამიანები მიახვედრა, რომ ეს არ იყო ზოგადი, არამედ კონკრეტული დაავადებაა.
ადამიანს თუ ჰქონდა შეხება იგივე სილამაზის სალონთან, სტომატოლოგთან, სისხლის ბანკთან , ნებისმიერი შეიძლება დამდგარიყო რისკის ქვეშ და ასეც აღმოჩნდა.
რისკ-ჯგუფებია , ნარკოტიკების ინექციური მოხმარება, ჭურჭლის და შპრიცის გაზიარება ერთმანეთში, მე-2, ეს იყო სილამაზის სალონები, მაკრატელი რომ გამოეყენებინათ საერთო , ოდნავ სისხლის კვალი რომ დარჩებოდა ეს უკვე იყო ინფექციის წყარო.
C ჰეპატიტი ისეთი ვირუსია იოლად არ კვდება, მაღალ ტემპერატურაზე კვდება, სპეციალური დამუშავება სჭირდება იარაღებს რომ ვირუსი მოკვდეს.
სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კაბინეტები ფართო გავრცელების წყარო გახდა. 200000 ადამიანი გვყავდა ინფიცირებული საქართველოში, ეს არის სადღაც 2016 წლის სტატისტიკა.
ელიმინაციის პროგრამა რომ დაიწყო ეს რიცხვი კლებადია, ვინც ჩაერთო პროგრამაში დიდი შანსია განკურნების, 100 -დან 90 პროცენტი განიკურნა”-ზაზა ქარჩხაძე