ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესზე გერმანელი ექსპერტები პირველად შეფასებას დღეს გააკეთებენ. მდგომარეობის ადგილზე შესასწავლად ისინი თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ.
სპეციალისტები მეწყრულ ზონაში გუშინ იმყოფებოდენ, მათ დეტალურად შეისწავლეს დაზიანების მასშტაბები და რისკები.
გერმანელმა გეო-ინჟინრებმა მერის მოადგილეს საკუთარი მოსაზრებები უკვე გააცნეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ადგილზე მდგომარეობა კრიტიკულია და მიმდინარე სამუშაოები უნდა შეჩერდეს. მათივე თქმით, ნაპრალის სიგანე ბოლო 4 დღეში 25 სმ-ით გაიზარდა.
“დღეს დავიწყებთ უკვე გადამკვეთი პროფილების გაკეთებას, რომ დაახლოებითი ტომოგრაფიული სურათი მივიღოთ ელექტრო ძიებით, წყლის შემცველობის და ზედაპირის მოწყვეტის ინდენტიფიკაციისთვის ზუსტად.
აუცილებლად უნდა მოხდეს მეწყრის ტანის შეფასება მთლიანად, ამ მასაზე არის დამოკიდებული, როგორი სცენარი განვითარდება. თუ მეტი მასაა, ეს ნიშნავს, რომ რაც გზაა, ჩავა ქვევით, თუ პატარა მასაა, შეიძლება მისი რეგულაცია, ასეთი სცენარები უნდა განვიხილოთ,”- განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.