ავღანეთში მიმდინარე პროცესებს, ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება: ,,თქვენ ფიქრობთ, ნაკლები სურათი იქნებოდა თბილისის აეროპორტში 2008 წლის აგვისტოში, ვიდრე რაც ახლა ქაბულში ხდება ?
იგივე განმეორდებოდა.
ვინც იმ ომში ქართული არმიის როლს აკნინებს, ბრიყვია ან რუსების პროპაგანდისტი. ჯარისკაცებმა რამდენიმე დღე მოიგეს და ქვეყნის ხელმძღვანელობას დრო მისცეს.
ვინც ამბობს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსებისთვის პასუხი არ უნდა გაგვეცა, ასეთივე ბრიყვია ან რუსების პროპაგანდისტი. ეგ პასუხი რომ არ ყოფილიყო, სად მოხდებოდა ეგ ომი ? უკან გაბრუნდებოდნენ ?
ვინმეს ჰგონია, რომ ამხელა ძალები რუსებმა იმისთვის შეკრიბეს ჩვენს საზღვრებთან; აფხაზეთში რკინიგზა იმისთვის შეაკეთეს; ,,კოსოვოს” საპასუხო ,,საშინაო დავალება” პუტინმა იმისთვის დაანონსა, რომ ჩვენთვის საყვარელი კოდორის ხეობა და ახალგორი მიეტაცებინათ მხოლოდ ?!
აბა არ გაეწია წინააღმდეგობა ჩვენს ჯარს და წასულიყო ხელისუფლება ქვეყნიდან, როგორც ეს ავღანეთში მოხდა, რა რიგები დადგებოდა აეროპორტში.
ცალკე იდიოტები არიან ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ხალხის რუსთაველზე შეკრება თურმე ,,გამარჯვების ზეიმი” იყო. ეგ იყო იმის დემონსტრაცია, რომ არ ვეგუებით რუსებს და არ გვეშინია – მიუხედავად იმისა, რომ მათი თვითმფრინავები ჩვენს ცაზე დაფრინავენ და ბომბების ჩამოყრა შეუძლიათ.
იქ ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი დადგა ერთად და თქვა, რომ საქართველოს არ დათმობენ.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ იბრძვი; თუ შენი არჩევანი მყარია და ხალის უმრავლესობას დასავლეთში უნდა; თუ შენს არმიას აძლიერებ და აჩვენებ, რომ რუსეთსაც კი გაუწევ წინააღმდეგობას და თუნდაც რამდენიმე დღე შენი თავის იმედზე ხარ და სულ სხვას არ შეჰყურებ ხელში, მაშინ მოკავშირეები არ მიგატოვებენ.
ვერანაირი რუსეთი ვერ მოგვერევა, თუ ჩვენს ქვეყანას ჩვენვე ვუპატრონებთ. ასეთ შემთხვევაში არ ჩაიქნევენ ხელს მოკავშირეები.
ასე რომ, ჩვენზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, თბილისის აეროპორტში მსგავსი სურათი არასდროს იქნება.
ახლა რუსული პროპაგანდა სწორედ ამას იტყვის – აი ხომ ხედავთ, როგორ მიატოვა ამერიკამ ავღანეთიო. ამიტომ ჯობია უბრძოლველად ჩაგვბარდეთო. ჰოდა, გვკიდია ეგ პროპაგანდა, რადგან თუ ჩვენით არ მოვსპობთ ამ ქვეყანას, ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ.
2008-ში სიამოვნებით დაარჭობდნენ პარლამენტის შენობის თავზე რუსულ დროშას, მაგრამ ვერ ქნეს. დიდი ზიანი მოგვაყენეს, მაგრამ დამოუკიდებლობა ვერ წაგვართვეს.
აბა, დავფიქრდეთ, რატომ ? იმიტომ, რომ ჯარმა იბრძოლა; მთავრობა არ გაიქცა; ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა ხელისუფლებას მხარში დაუდგა; ხალხმა ჯაჭვი გააკეთა; ,,კონცერტზე” მივიდა; მოკავშირეები ჩამოვიდნენ…
მოკლედ, რუსეთის დედაც. ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ, თუ მაგრად დავდგებით.”-წერს ვახო სანაია.