აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი თავისუფალია.
ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” ორგანიზაცია “ალტერნატივას” ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ირაკლი ფანგანი უკვე აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე იმყოფება.
ცნობისთვის, შსს-მ ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ნაგვის თავზე დაყრის ფაქტზე ერთი პირი, ირაკლი ფანგანი მიმდინარე წლის 24 დეკემბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა