მწვავე ფაზაში ოპერაციიდან თავი იქნა შეკავებული – ამის შესახებ კარდიოქირურგმა ლევან ქარაზანიშვილმა ჟურნალისტების პოლიტიკოსის გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას აცნობა. მისი თქმით პაციენტი ამ ეტაპზე სტაბილურადაა, ოპერაციის საკითხი კი ერთ კვირაში გადაწყდება.
“დღეს შედგა განმეორებითი კონსილიუმი ექიმებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ბატონ გოგის აეხსნა თავისი მდგომარეობა. ამ ეტაპზე სტაბილურად არის პაციენტი, შეიძლება ითქვას რომ მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება. ოპერაციული მკურნალობის დროის შერჩევის მიზნით დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, მწვავე ფაზაში ოპერაციიდან თავი იქნა შეკავებული. დაახლოებიოთ ერთი კვირის შემდეგ ისევ შეიკრიბება ექიმების კონსილიუმი და გადაწყდება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. ამ შემთხვევაში ვფიქრობ რომ იქნება ქირურგიული ჩარევა.” – განაცხადა ლევან ქარაზანიშვილმა.
პოლიტიკოსი გოგი წულაია ინფარტქით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.