ქალბატონო თეა! იცით თუ არა თქვენ, ვინ არიან მწერალთა სახლის ახლანდელი ბინადარნი? _ სააკაშვილის ბორდი, გუგულის ბუდეში ჩასხმული ყვავის წიწილები…
ქართულ მითში (ფოლკლორში) არსებობს ასეთი დეფინიცია: „უდროო დროში ხვთის კარზე ეშმაკები კარვებს დგამდნენ და ქვეყანას ინაწილებდნენო!“
რა დრო დადგა ისეთი, ქალბატონო თეა, რომ მწერალთა ისტორიულ (სარაჯიშვილისეულ) სახლში შეჭრილი მედროვე-მოროდიორები ვერ გავიყვანეთ?!
სააკაშვილმა მწერალთა ისტორიულ სახლში „ეშმაკებს დაადგმევინა კარვები“, მწერლები კი სპეცრაზმებით განდევნა!.
ცხრა წელიწადი ვერც „ქართულმა ოცნებამ“ მოაცვლევინა ამათ ფეხი.
ახლა აქ ტიციანის, გალაკტიონის, გამსახურდიას, პაოლო იაშვილის, ლეონიძის, დუმბაძის და სხვა გენიალურ მწერალთა და მწიგნობართა ბრწყინვალე ტაძარში, ეს ქაჯები „ბაირამობენ“.
ახლა ამ ეშმაკებს გამოუცხადებიათ: სატანისტური ტელევიზიებიდან („კავკასია“, ტვ 1): ამ სახლიდან ბოლშევიკი, კომუნისტი მწერლები განვდევნოთო.
ვინ განდევნეს ამ სააკაშვილის შემოყვანილმა ახალმა მასონურ-იეღოვურმა ლენინელმა პროლეტკულტელებმა?
ამათ ჩვენ მიერ, ჩვენი თაობის მიერ განდევნილი რუსის ჯარი შემოაბრუნეს უკან და ჩვენი მიწა-წყალი ჩააბარეს.
რუსები მართლაც ჩვენმა, 70–80-იანელების უმამაცესმა და უნიჭიერესმა თაობამ გაიყვანა საქართველოდან და 9 აპრილს ბედისწერული ხელჩართული ბრძოლა გაუმართა რუსის ჯალათებს, რაშიც პირდაპირ თუ ირიბად ყველა მწერალი და ხელოვანი მონაწილეობდა: ერთმანეთის დაკარგულ ცოლ-შვილსა და მეგობრებს ვეძებდით!
ლიბერასტების ეს კასტა და „კლასტერი“ კი მერე მოჰყვა სააკაშვილის ხროვას და მოიტანა ის ლენინურ-ბოლშევიკური (ლიბერასტური) ზნენი და თვისებანი, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ პატრიოტი, უნიჭიერესი ქართველი მწერლები.
ჩვენმა, 70–80-იანი წლების უნიჭიერესმა თაობამ შექმნა XXსაუკუნის ქართული კულტურის, კინოსა და ლიტერატურის რენესანსი; ჩვენმა ინტელიგენციამ გამოიყვანა საქართველო რუსეთის ოკუპაციიდან.
ამათ ისევ უკან შეაბრუნეს.
ამათ, სააკაშვილის შეგირდებმა, მწერალთა სახლში რომ მოკალათდნენ, მოახერხეს ქართული კულტურისა და მწერლობის „ოკუპაცია“ (ექსპროპრიაცია), სადაც შეხვალ _ კულტურის სამინისტროში, გამომცემლობებში, სტამბებსა თუ ტელევიზიებში, ყველგან ესენი გხვდებიან წინ „სოლომონის მკვდრებივით“ და საარსებო სივრცეს გართმევენ.
მწერალთა სახლშიც ესენი ჩაბუდდნენ და ცოცხალი თავით არ უშვებენ მწერლებს, მემორიალურ ბაღშიც კი ვერ შეხვალ, თუ ამ აწ უკვე სასტუმრო-სარესტორნო ბაღად ქცეული სახლის დირექტორმა, ვინმე უწიგნურმა ლომოურის ქალმა არ მოგცა ნებართვა-საშვი.
ამათ აფინანსებს ყველა ანტისახელმწიფოებრივი ბიზნესი, ბანკები და ფონდები: ხაზარაძე-ოქუაშვილები და მისთანანი…
და რატომღაც ამათვე აფინანსებს ხელისუფლება, ანუ კულტურის სამინისტროც (ამ ქვეყნის და ხელისუფლების მაოხრებლებს და მაგინებლებს), რაც მართლა პარადოქსია!
ქალბატონო თეა, მაჩაბლის 13 ნომერი ჩვენთვის არის წართმეული და კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. ეს სახლი არ არის, მაგალითად, „სიპის“ კუთვნილება.
ახლა კულტურის სამინისტრო აფინანსებს იქ რურუასდროინდელ „დესანტს“, აძლევს კონკურსების მოსაწყობ სოლიდურ სახსრებს, უხდის სახლის ადმინისტრაციას ხელფასებს, უფინანსებს გაზეთს!..
და მათვე აგზავნის უცხოეთში კულტურულ ბიენალეებზე, წიგნის საერთაშორისო დღეებზე, საიდანაც საკუთარ ქვეყანას და ხელისუფლებას აგინებენ. რა შეიძლება დაერქვას ამას? რა ტიპის მოვლენაა ეს?
ამავე დროს, მწერალთა სახლში შეყვანილი „ხლისტები“, თქვენივე დაფინანსებული კონკურსის ჟიურიში ერთი წევრის შეყვანის ნებასაც კი არ გაძლევენ, უტიფარ განგაშს ტეხენ!
ქალბატონო თეა, რაც ხდება, ეს სირცხვილზე უფრო მეტია.
უსამართლობაა და კიდევ რაღაც სხვა…
გაიყვანეთ ეს „ბორდი“ თუ „ბორდელი“ აქედან და აღადგინეთ სამართლიანობა!
მართლაც სამწერლო, ისტორიულ-მემორიალური სახლი, სადაც მწერლებს შეკრება უხაროდათ, სიამოვნებდათ ბიბლოითეკასა თუ ბაღში ჯდომა, არქივებში ძიება… ამათ ეს ისტორიული შენობა და გარემო მართლაც „ბარდაკად“, რესტორნად და სასტუმროად აქციეს…
გაანადგურეს ბიბლიოთეკა, არქივი და სხვა მრავალი…
მოდი, ვიკითხოთ (და ჩვენ არაერთხელ ვიკითხეთ და გამოვხატეთ აღშფოთება): ვინ არიან ესენი, რა ძალა იცავს და მფარველობს მათ? რას წერენ და რა კონკურსებს ატარებენ?
რა არის პრემია „ლიტერა“ და ვინ აფუძნებს?
რა არის პრემია „საბა“ და ვინ აფინანსებს ერის სავნებლად ჩასაფრებულ ამ ჯაშუშებს?
ჭეშმარიტი მწერლებისთვის არც ერთი კონკურსი, გრანტი და პრემია არ არსებობს!
100 რჩეული, ელიტური მწერალი და მწიგნობარი (ყველა თაობის) წარმოდგენილი ჰყავს მწერალთა აკადემიას;
არაერთი ბრწყინვალე თარგმანის ავტორი;
არაერთი უნიკალური პოეზიისა თუ პროზის შემოქმედი.
არც ერთი ჩვენგანი არ მიუწვევიათ არც ერთ ბიენალეზე, არც რომელიმე კონკურსზე.
ქალბატონო მინისტრო:
მიეცით მწერალთა აკადემიას გრანტი უკიდურესად გაჭირვებული მწერლებისთვის; მიეცით საკონკურსო დაფინანსება ჭეშმარიტად ღირსეული მწერლებისთვის.
ქალბატონო თეა, იმასაც გეტყვით: მწერალთა ეროვნულმა აკადემიამ დააფუძნა „დროთა და მოვლენათა ცვლის ამსახველი სამწერლო სახელოვნებო და საკრალური ცოდნის“ ჟურნალი „სხვა დრო“.
ეს ჟურნალი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, ლიტერატურულ ბრენდად იქცა, ახლა შეჩერებულია უსახსრობის გამო.
მიმდინარე წლის (პირველი) ნომერი მომზადებულია უნიკალური მასალებით.
ამ ჟურნალის დაფინანსება აუცილებელია კულტურის სამინისტროს მიერ.
***
დასასრულს ვიტყვით, რომ ერის მორალს მწერლობა აყალიბებს. ქართველმა ერმა შეასრულა გარკვეული სამწერლო-მწიგნობრული მისია ისტორიის ვრცელ გზაზე ფარნავაზიდან დღემდე ერის გადარჩენისთვის.
ქართველი ერი და სახელმწიფო ღირსეული მწერლობის გარეშე ვერც დღეს იარსებებს!
ამჟამად არც ერთი მწერალი არ არის მწერალთა ისტორიულ სახლში და არის სულ სხვა ხალხი.
ამათ ჯერ არაფერი დაუწერიათ.
რატომ ისვამთ თავზე იმ უწიგნურ ქალბატონს? დანიშნეთ სხვა დირექტორი _ ღირსეული მოღვაწე, მწერალი.
მოახდინეთ „მწერალთა სახლის“ სრული რეორგანიზაცია და რეფორმა.
ეს არის „ქართული ოცნების“ შეცდომა, რომელიც თქვენ უნდა გამოასწოროთ,
ქალბატონო თეა.
პირდაპირ ვიტყვით: ჩვენ ვწერთ, დავწერეთ და კიდევაც დავწერთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გაგვაქვს ჩვენი წიგნები კონკურსებზე, არ თარგმნიან და მაინცდამაინც სკაბრეზულ, ამორალურ მჯღაბნელებს უხსნიან გზას.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს ქართული მწერლობის ისტორიული ღირსების და უფლების აღდგენა, ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია…
კატეგორიულად მოვითხოვთ: გააუქმოთ მწერალთა სახლის ახლანდელ ბინადართა სააკაშვილის ბოძებული პრიორიტეტები და ეს სახლი დაუბრუნდეს ჭეშმარიტ მწერლობას (პატრონს)!
დაუბრუნეთ ოფისები ქუჩაში დარჩენილ აკადემიას და კავშირს.
არც ერთ მეზობელ ქვეყანაში ისეთი დაუცველი მწერალი არ არსებობს, როგორც რუსთაველისა და ვაჟას სამშობლოში.
ქალბატონო თეა,
მწერალთა ეროვნული აკადემია რჩეული მწერლებითა და მწიგნობრებით, მათი მაღალი ნიჭით, გთხოვთ, იმოქმედოთ მწერლობის სახელით მწერლისა და სამშობლოს დასაცავად! მიეცით კეისარს კეისრისა და საკუთარი წილის ნაწილი მაინც დაუბრუნეთ, რომ მწერლობა ქუჩაში არ იყოს განდევნილი.
მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით:
კობა არაბული, ლერი ალიმონაკი, ვახტანგ ხარჩილავა, გური ოტობაია, ჯუბა ღებელი, ტარიელ ხარხელაური, თემურ შავლაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ზურაბ თორია, ვანო ჩხიკვაძე, ავთანდილ არაბული, ელდინო საღარაძე, ირაკლი ვაშაყმაძე, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალანდია, და ა. შ.