ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წუხელ წეროვანში, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.