მძღოლებმა ქუთაისში ბენზინგასამართი სადგურების პიკეტირება მოახდინეს. მათ დავით აღმაშენებლის ძეგლიდან მსვლელობით ნიკეას ქუჩაზე, ვისოლისა და სოკარის ბენზინგასამართი სადგურები ჩაკეტეს. ისინი საწვავზე ფასის რეკორდულად ზრდას აპროტესტებენ და ხელისუფლებას ფასის დასაკლებად ორდღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ. მათი მოთხოვნაა ბენზინზე ფასმა 50 თეთრით დაიკლოს.
როგორც მძღოლები აცხადებენ საწვავის ფასის ზრდა მომსახურების სფეროზე იქონიებს გავლენას. ნაწილი კი აცხადებს რომ მათ ავტომობილების გაყიდვა მოუწევთ.
ცნობისთვის, ეს მძღოლების მეორე აქციაა ქუთაისში. როგორც ისნი აცხადებენ პირველუ აქციის შემდეგ თბილისდი საწვევის ფასები გაიყინა, დასავლეთ საქართველოში კი 8 თეთრით მოიმატა.









