მუცელში 12 ლიტრი წყალი აქვს და მენჯებს შორის დიდი ზომის სიმსივნური წარმონაქმნი – ახალგაზრდა ქალის, 48 წლის ნინო ცერცვაძის პრობლემის შესახებ, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება სოციალურ ქსელში თეონა კვირიკაშვილი წერს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ბაღდათელ (დიდველელ) ახალგაზრდა ქალს სჭირდება დახმარება… დავწერ შენზეთქო რო ვუთხარი იმდენი იტირა რომ მეც განვიცდი მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ასე მოკლე დროში რაიმეს მოხერხება.
მუცელში 12 ლიტრი წყალი აქვს და მენჯებს შორის დიდი ზომის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელზეც რომ გამოიკვლიონ და მკურნალობა დაიწყონ ონკოლოგიურში მოსთხოვეს გარკვეული თანხა სრულ გამოკველვებზე. ორშაბათს აუცილებელია მეტს ვეღარ გადააცილებო. ჰქონდა ოჯახს სოციალური დახმარება, მაგრამ მეზობელმა ტელევიზორი და მაცივარი აჩუქა და ამის გამო მოუხსნეს ისიც სამწუხაროდ.
გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ ელემენტარულად ლარითაც რომ დავეხმაროთ ძალიან წაადგებათ.
არანაირი საარსებო წყარო არ აქვთ. მუშაობდა ნინო დამლაგებლად სასტუმროში, მაგრამ ექიმმა აუკრძალა ყველაფერი და ახლა ამასაც ნერვიულობს. ჰყავს დედა რომელიც პენსიონერია. არ ჰყავს დედმამიშვილი და ორშაბათამდე იქნებ შევაგროვოთ ეს პირველადი თანხა. ანგარიში არ აქვს ბანკში და ვწერ ჩემი მეუღლის ანგარიშის ნომერს, რომელსაც თბსც აქვს და საქართველოც. ვისაც გაქვთ ერთი ლარის იქნებ ეს ქალი გამოვწაპნოთ ამ დაავადებას, რომლისაც ისე ეშინია რომ სულ ტირის… გამოგზავნის დროს მიუთითეთ #ნინოდეიდასთვის
საქ. ბანკი – GE89BG0000000356429200
თბს. ბანკი – GE06TB7210145061600005
მიმღები საბა ჩანქსელიანი –
წერს სოციალურ ქსელში თეონა კვირიკაშვილი.