LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მსოფლიოს უნიკალური კონსტრუქციები (+ვიდეო)

დაპოსტა 2020/02/18-ში
326
ნახვა
გაზიარება

მსოფლიოში უამრავი კონსტრუქცია ნაგებობები არსებობს. მათი რიცხვი კი დღითიღე იზრდება. თითოეული მათგნი თავისი უნიკალურობით მასშტაბურობითა და მონუმენტურობით განსხვავდება. წარმოგიდგენთ მსოფლიოს უნიკალურ კონსტრუქციებს.

1)  მას შემდეგ, რაც ძვ.წ. II ს-ში მსოფლიოს შვიდი საოცრების სია შედგა, არაერთხელ იყო ამ სიის შეცვლის და შევსების მცდელობა. XXI-ე საუკუნის “მსოფლიოს მერვე საოცრებად” მიჩნეულია სპარსეთის ყურეში განხორციელებული პროექტი “პალმა ჯუმეირა”, ეს არის ზღვაში განლაგებული პალმის ფორმის ხელოვნური კუნძულები, რომელიც ასევე ხელოვნური ატოლით არის შემოფარგლული. როგორც აღმოჩნდა, ადამიანის ხელით შექმნილი ეს მეორე ძეგლია, დიდი ჩინური კედლის შემდეგ, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. მას “პალმა” ეწოდება იმიტომ, რომ 2 დაშორებული კუნძული დუბაის სანაპიროსთან 17 ტოტი ან პალმის ხეს ქმნის. იგი ნახევარმთვარის ფორმის რიფებით არის გარშემორტყმული, თვითონ არქიპელაგი 200 კუნძულისაგან შედგება. არქიპელაგზე 100 ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, ათასი ვილა, პენტჰაუზი და 5.000 კერძო ბინა. პალმაზე ბევრ ცნობილ პიროვნებას აქვს საკუთრება. ერთ-ერთი პირველები იყვნენ ბექჰემები, რომლებმაც აპარტამენტებში 12 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. ბოლო წლების საოცარი სანახაობაა “პალმაზე” მოწყობილი საახალწლო ფეიერვერკებია. ამ უნიკალური პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია პრესის, ტელევიზიის, ინტერნეტის საშუალებით და ქართული საზოგადოება მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ამ პროექტის ავტორი ჩვენი თანამემამულე, ემიგრანტი ოთარ ზალდასტანიშვილია სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ამ “მერვე საოცრების” შესახებ არსებულ უამრავ ინფორმაციაში ხშირად არ არის მითითებული ოთარ ზალდასტანიშვილის ვინაობა. სწორედ მან მოახერხა იმ კონსტრუქციის დაპროექტება, რომლის წყალობითაც მოხერხდა ყურეში ნიადაგის დამაგრება, რომ მიწა ზღვას არ წაეღო. უფრო სამწუხაროა ის, რომ საქართველოში ასეთ დიდი პიროვნებას არ იცნობენ. მის გარდაცვალებას მხოლოდ ერთი ქართული გაზეთი გამოეხმაურა მოკრძალებული ნეკროლოგით. ოთარ ზალდასტანიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 83 წლის ასაკში 2005 წელს გარდაიცვალა, იგი მაუთ ობურნის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვას მსოფლიოს უამრავი ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე დაესწრო.

2)მსოფლიოს უდიდესი წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში ძმებმა უბოსტედებმა ევროპაში პირველი და მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა რესტორანი ცოტა ხნის წინ გახსნეს. ერთ-ერთი ძმა სტიგ უბოსტედი “ბიბისისთან” ინტერვიუში ყვება, რომ პროექტისთვის ისეთი მასალა, არქიტექტურა და სამზარეულო შეარჩიეს, რაც წყალქვეშა გარემოსთან, ლანდშაფტთან თავსებადია. “თქვენ ამას ვერ ააშენებთ, თუ ძალიან დიდი სურვილი და მონდომება არ გაქვთ. მთავარი გამოწვევა რეალურად ის იყო, რომ მოგვეძებნა ფორმა და ადგილი, რომელიც ამისთვის იქნებოდა შესაფერისი. შემდეგ კონსტრუქცია ავაწყეთ და ისე მივიტანეთ ადგილამდე. ფრთხილად ჩავუშვით წყალში, რომ კონსტრუქცია და ასევე ზღვის ლანდშაფტი არ დაზიანებულიყო”, – აცხადებს რესტორნის მფლობელი. წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიის სამხრეთ ნაწილში, ზღვაში 5 მეტრზე მდებარეობს. აქ მთელი წყალქვეშა სამყაროს პანორამული ხედებია. მომსახურება ერთ კაცზე 260 დოლარი ღირს. შეფ-მზარეული ზღვის პროდუქტებისგან 15-ზე მეტი დასახელების კერძს ამზადებს. რესტორანი მაქსიმუმ 40 ადამიანს ემსახურება და ადგილი მინიმუმ ერთი თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ.

3) მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ჰონგ-კონგი-მაკაო-ჟუჰაის დამაკავშირებელი ხიდის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გუანდუნის პროვინციის ქალაქ ჟუჰაიში გაიმართა და მას 700-მდე სტუმარი დაესწრო. სატრანსპორტო დერეფნის გავლით მსუბუქი ავტმობილებისა და სატვირთო მანქანების გადაადგილება ხვალიდან დაიწყება. ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, ხიდის კონსტრუქცია, რომელიც 120 წელზეა გათვლილი, ტაიფუნებისა და მიწისძვრებისადმი მდგრადია. ჰონგ-კონგი-მაკაო-ჟუჰაის დამაკავშირებელი მაგისტრალი ხიდებისა და წყალქვეშა გვირაბებისგან შედგება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია 6,7 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა საავტომობილო გვირაბი, რომლის ასაშენებლად ორი ხელოვნური კუნძულის შექმნა გახდა საჭირო. ხიდის ძირითადი ნაწილის სიგრძე 29,6 კილომეტრია, თავისი განშტოებებითა და კვანძებით მთლიანი მაგისტრალის სიგრძე 55 კილომეტრს შეადგენს. ეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდია. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 20 მილიარდი დოლარია. ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და თავდაპირველი გეგმით, 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. სამშენებლო სამუშაოების დროს 10 მუშა დაიღუპა, 600-ზე მეტი კი დაშავდა

4) ჩინეთში, პროვინცია შანდუნის ქალაქ ვეიფანში მსოფლიოში ყველაზე მაღალი უმანებო „ეშმაკის ბორბალი“ გახსნეს. გიგანტური ბორბალი, რომელსაც მანები, ანუ დამჭიმი მოწყობილობა არ აქვს, ჩინეთში გაიხსნა. ნაგებობის სიმაღლე 145 მეტრია და ერთდროულად 360 ადამიანს იტევს. თითოეული კაბინა ტელეეკრანებითა და Wi-Fi-თ არის აღჭურვილი.რათა ადამიანებმა საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად გაავრცელონ. მოგზაურობა 30 წუთი გრძელდება სულ 36 კაბინაა და თითოეული 10 ადამიანს იტევს მსოფლიოს ორი ყველაზე მაღალი „ეშმაკის ბორბალი“, ოღონდ მანებით, ლას-ვეგასსა და სინგაპურში მდებარეობს. ამერიკული High Roller-ის სიმაღლე 167 მეტრია, ხოლო სინგაპურული Flyer-ისა — 165 მ.

5) მეტალმორფოზები, აშშ ადამიანის თავის ფრომის სარკისებრი შადრევანი ჩრდილო კაროლინაში, ქალაქ შარლოტში მდებარეობს. სკულპტურის ავტორი ჩეხი დედვიდ ჩერნია. 14-ტონიანი სკულპტურა ერთმანეთზე დალაგებული უჟანგავი ფოლადის ბლოკებითაა გაკეთებული, რომლებსაც ურთიერთსააწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვა შეუძლიათ. შადრევნის მოძრაობა სპეციალური პროგრამის საშუალებით რეგულირდება. ბლოკები მუდმივ მოძრაობაში არიან და ერთი შეხედვით “ჩვეულებრივი” სახის ნაკვთების უამრავ, გასაოცარ ფორმაციებს გვთავაზობენ. სკულპტურის სიმაღლე 7.6 მეტრია. შადრევნის ჭავლი კი სახის “პირიდან” გადმოედინება. სახელწოდება “მეტალმორფოზები” “მეტალის” და “მეტამორფოზების” კომბინირებითაა შექმნილი. ქალაქის მთავრობის ინიციატივით სპეციალური საიტია შექმნილი, რომელიც შადრევანს ეძღვნება და 24 საათის განმავლობაში შეიძლება მის მოძრაობაზე დაკვირვება.

გაზიარება147

დაკავშირებული -პოსტები

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
0
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
3
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
67
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
96
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
30
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
19
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
59
მთავარი

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,...

დაწვრილებითDetails

ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
66
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე განმარტებას ავრცელებს. ხშირად დასმული შეკითხვები: რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს? – საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ

იანვარი 19, 2026
223
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ „უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა გზებზე – ბოლო ცნობები სხვადასხვა ლოკაციებიდან

იანვარი 19, 2026
20
მთავარი

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მათივე ცნობით, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. „სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ათეულობით სპეცმანქანა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».