LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 21, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მრავალი დღე ებრძოდა ავადმყოფობას – კორონავირუსმა ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის ადმინისტრატორი იმსხვერპლა

მეგა TV by მეგა TV
დაპოსტა 2020/11/17-ში
მთავარი, საზოგადოება
გაზიარება

კორონავირუსს ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის ადმინისტრატორი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ვასილ ფხაკაძე გარკვეული პერიოდი ავადმყოფობდა, კორონავირუსმა კი მისი მდგომარეობა დაამძიმა.

მის გარდაცვალებას მეგობრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

“არც კი ვიცი, რა ვთქვა, როგორ მოგეფერო, როგორ დაგიტირო, როგორ გამოგემშვიდობო! შენ ხომ ყველას დარდი გულთან მიგქონდა, გვერდით ედექი ყველას გაჭირვებაში, როგორც შეგეძლო. როგორ გიყვარდა შენი ქალაქი, ქალაქელები, თეატრი და ვერც წარმოგედგინა ამათ გარეშე ყოფნა. მთელი ცხოვრება თეატრს შეწირე და არც გიფიქრია, თეატრის გარდა სადმე წასვლა. ვერც ჩვენ წარმოგვედგინა ეს ქალაქი და თეატრი შენს გარეშე, იმდენად მისი ნაწილი იყავი. მხიარულო, თბილო, მოსიყვარულე ვასო (ბიძი) როგორ ყველას გვატკინა გული შენმა წასვლამ მეგობარო ! გვაპატიე, რომ ისეთ პატივი ვერ გეცით, როგორსაც იმსახურებდი”, – წერს თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

,, თეატრი კაპელდინერით იწყება”. არ გვიწყენენ ჩვენი კაპელდინერები, თუ ვიტყვით, რომ მთელი თეატრალური თაობებისთვის მესხიშვილის თეატრი ადმინისტრატორ ვასო ფხაკაძით იწყებოდა.
ათეულობით წლები ერთგულად გაატარა ძვირფას კედლებში – თავდადებულმა, საქმის მცოდნე, საიმედო თანამშრომელმა და თეატრში თითქმის არ დარჩენილა ადამიანი, რომელსაც მასთან ძალიან საინტერესო ისტორია არ აკავშირებს.
ვასო ფხაკაძე მესხიშვილის თეატრის მრავალი გამარჯვების მონაწილე იყო და ამ სიხარულებზე თვალებანთებული გვიამბობდა. ქართველი ხელოვანების ფიტოებით მოფენილ მის მაგიდაზე მთელი ამბების წაკითხვა შეიძლებოდა. მუშამბაზე მინადაფენილი, ძველებური სამუშაო მაგიდა ჰქონდა. მახვშივით იჯდა დიდ სავარძელში და დაუზარებლად ყვებოდა სხვაგან ვერმოსასმენ, საინტერესო ამბებს.
თეატრში მოქცევის ეტიკეტის, სამსახურებრივი სუბორდინაციის უბადლო მცოდნე , გამოცდილებით გამომუშავებული მენეჯმენტური უნარებით – ასეთი იყო ვასო. ბოლო წლები ჯანმრთელიბის მდგომარეობა გაუუარესდა და სახლიდან გვაწვდენდა ხმას, მაინც სულ ჩვენთან იყო…
ძალიან გვიმძიმს მთავარ სათქმელზე გადასვლა….
მრავალი დღე ებრძოდა ავადმყოფობას. დღეს, 17 ნოემბერს აღესრულა.
მესხიშვილის თეატრი სამძიმარს უცხადებს ვასო ფხაკაძის ოჯახს.
სინათლეში განისვენე, კარგო კაცო, თეატრის კაცო, ჩვენო ვასო 💔” – ვკითხულობთ მესხიშვილის თეატრის გვერდზე.

საქართველოში,  26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით 778 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება1183
megatv.ge





+12









ბოლოს დამატებული ამბები

მე ვიქნები თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი, მათიც ვინც მე მხარი არ დამიჭირა – ჯო ბაიდენი ოფიციალირად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

იანვარი 20, 2021
No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!

დაამატე ახალი Playlist