12 თებერვალს, ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელის – მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 10 წელი შესრულდა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების 21 წლის სპორტსმენი, 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უისტლერის საციგაო ტრასაზე საკვალიფიკაციო დაშვებისას მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად დაიღუპა.
ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, მსოფლიო სპორტის საერთაშორისო საზოგადოებამ მიაგო პატივი.
https://www.youtube.com/watch?v=au4tdyH8nSg