მოქალაქეთა ინიციატივების გამარჯვებული 10 პროექტი 18 ოქტომბერს დასახელდება – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, საბჭოს წევრებმა მოქალაქეთა ინიციატივების შეფასების წესზე იმსჯელეს. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ კენჭისყრა იქნება ინდივიდუალურად ელექტრონული ფორმით. მრჩეველთა საბჭოს ყველა წევრს გადაეგზავნება პირველადი ანალიზის შედეგად გადარჩეული 67 პროექტი. შეფასების 3 ძირითადი კრიტერიუმით ( მდგრადობა, აქტუალობა, კრეატიულობა), 1-დან 10 ქულით შეფასდება ყველა პროექტი და შეირჩევა ის 10, რომლებიც volis.kutaisi.gov.ge-ზე ისევ საჯარო კენჭისყრაზე დაიდება. მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა18 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება შერჩეული 10 პროექტი.” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.