ლას-ვეგასში, ლეგენდარულმა გერმანულმა როკ-ჯგუფმა, Scorpions კონცერტი გამართა. კოლექტივის წევრებმა კონცერტის მსვლელობისას საკულტო სიმღერის, Winds of Change-ის სიტყვები შეცვალეს და მხარი უკრაინას დაუჭირეს.
„გასეირნება მდინარე მოსკოვის ნაპირებზე გორკის პარკამდე“, ჩანაცვლდა სიტყვებით: „ახლა მოუსმინე ჩემს გულს, რომელიც ამბობს უკრაინას“.
ამ დროს არტისტების უკან გამოჩნდა ეკრანი, რომელიც უკრაინის დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი.