ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მეორე სართულიდან მოსწავლე გადმოხტა – ამის შესახებ ინფორმაცია TV25-ს წყარომ მიაწოდა. მისივე ცნობით, დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მოზარდს ორივე ხელი მოტეხილი აქვს. “ბავშვები შატალოზე აპირებდნენ წასვლას, სკოლის კარები იყო ჩაკეტილი, რის გამოც ერთ-ერთი მოზარდი ფანჯრიდან გადახტა”- გვიყვება წყარო. ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორი, თუმცა, სასწავლო დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს დავით ეცადეიშვილი ადასტურებს. მისი მტკიცებით, მოზარდი ეზოში წაიქცა, რის შედეგადაც ხელი მოიტეხა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, მოზარდის დაშავების შესახებ შეტყობინება არ შესულა. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში კი, სადაც სკოლის მოსწავლე იყო მოთავსებული, აცხადებენ, რომ იგი უკვე ბინაზე გაეწერა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ვალუტის კურსი განახლდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0185...