ვინ რატომ მივიდა თუ არ მივიდა არჩევნებზე, მეგა ტვმა ამ კითხვით ქუთაისელებს მიმართა. ქალაქში მეორე ტური ტარდება. ამომრჩეველს განმეორებით მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შორის უწევთ არჩევა, თუმცა წინა ტურისაგან განსხვავებით ბიულეტენში 2-2 კანდიდატია დაფიქსირებული – მეორე ტურში გადასული ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები მეგა ტვ-ის მიერ დღის 2 საათზე გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი უკვე ნამყოფი იყო ან გეგმავდა არჩევნებზე წასვლას . ნაწილმაც გადაწყვიტა მეორე ტური სრულად დაეიგნორებინა მიზეზი – მათი სასურველი პარტიის არჩევნებში არ მონაწილეობაა. მეგა ტვ-ის მიერ გამოკითხულმა, ქუთაისელთა გაკვეულმა რაოდენობამ კი მხარი კვლავ მმართველ პარტიას დაუჭირა. მათი ნაწილი აღნიშნულს უბრალოდ არჩევანის სიმწირით ხსნის , ნაწილი კი არჩევანს ქართული ოცნების მუშაობიდან გამომდინარე -კმაყოფილებით.
ინდონეზიაში ვულკანი „იბუ“ ამოიფრქვა – დაწყებულია ევაკუაცია
ინდონეზიაში, აღმოსავლეთ კუნძულ ჰალმაჰერას ვულკანი "იბუ" ამოიფრქვა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 3000 მაცხოვრებლის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ცაში 4 კილომეტრის სიმაღლის სქელი...