მოპედის რეგისტრაცია 2022 წლის 1-ლი მარტიდან სავალდებულო გახდება. ამას კანონში ცვლილება უზრუნველყოფს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ კანონპროექტით 2 ძირითადი მიმართულება დარეგულირდება:მოპედების რეგისტრაცია და მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გადატანა.
პარლამენტი “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.