ქობულეთის მუნიციპალიტეტში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მერაბ ბლადაძე ავრცელებს.
“გუშინ, ჩაქვის ჩაისუბანში, გერმანელი კაცი, დაგესლა გველმა, რის შედეგადაც გარდაიცვალა…
გველი მისი ჩამოყვანილი იყო, რომელიღაც ტროპიკული ქვეყნიდან და განსაკუთრებული, მომაკვდინებელი შხამის მატარებელი,ყოფილადაგესვლის შემდეგ, გველი გაიქცა…..მასეთი გველების გამრავლებაღა, გვაკლდა..პატ.ჟურნალისტებო, ჩაისუბანში მოიკითხეთ ჯვარის ტერიტორია. იქ, დეტალურ ინფორმაციას მოგცემენ.არავითარ შემთხვევაში მაგ, შემოყვანილი, მომაკვდინებელი გველის დატოვება,არ შეიძლება ბუნებაში….გამრავლდება!” – წერს მერაბ ბლადაძე
ფაქტს ადასტურებს ქობულეთის მერიაში.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განმარტეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.