“მოლოდინი” – დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა რამდენიმე თვიანი შესვენების შემდეგ გამოფენას უმასპინძლებს.
ქალ მხატვართა ნამუშევრები გალერეაში 18 ივლისს გამოიფინება და დამთვალიერებს მათი ხილვა 18 აგვისტომდე შეეძლება.
გამოფენაზე, რომელიც დღის შუქს დიდხანს ელოდა წარმოდგენილი იქნება ფერწერული, გრაფიკული და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები.
“ეს გამოფენა მარტის თვეში იყო დაგეგმილი.განვითარებული მოვლენების გამო მოგვიწია გადადება, მხატვრებმა დიდსულოვნად მოითმინეს და გვანდეს დრო რომელიც აგერ ხუთ თვეს გაგრძელდა. მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ვუსურვო წარმატებები -სინაურიძე მაია ,
კიკნაველიძე ლელა , ლექვთაძე მზია
კუხიანიძე ირმა,მანაგაძე ნანა,წიტაიშვილი ქეთევანი,კიკვაძე ნინო , კაპანაძე გალინა,ტორჩინავა ინგა , ლანჩავა იზო , სულაბერიძე თეა, ქავთარაძე მანანა,უკლება ლია,სვანიძე ია, რობაქიძე ქრისტინე,ბაგრატიონი მარი გოდუაძე სოფია,იდაძე-ისაკაძე ირინე ,კაკაბაძე ეკატერინე.
გამოფენის სათაურიც ამ ლოდინს უკავშირდება? გამოფენას ოფიციალური გახსნა არ ექნება რეგულაციების გათვალისწინებით. საგამოფენო დარბაზი მუშაობს 10.00 17.30
გამოფენა 18 ივლისიდან 18 აგვისტომდე გასტანს” – წერს გალერეის დირექტორი ელისო ჩოგოვაძე ფეისბუკზე.