მოლდოვაში აზარტული თამაშების, მათ შორის ლატარიებისა და სპორტული ტოტალიზატორების რეკლამა აიკრძალა. შესაბამისი კანონპროექტი რესპუბლიკის პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. ამის შესახებ გამოცემა NewsMaker იუწყება.
ცვლილებები გულისხმობს ნებისმიერი აზარტული თამაშების პირდაპირი და ირიბი რეკლამის აკრძალვას. აკრძალულია როგორც სატელევიზიო, ასევე რადიო და ინტერნეტ რეკლამა, ასევე კინოთეატრებსა და ვიდეო სერვისებზე, ტრანსპორტში, მაღაზიებში და საფოსტო სერვისების საშუალებით მათი განთავსება.
აზარტული თამაშების სფეროში მომუშავე კომპანიებს აეკრძალებათ სპონსორობა და საქველმოქმედო საქმიანობა.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე აზარტული თამაშების ყველანაირი რეკლამა ლიეტუვამაც აკრძალა.