ბუჩაში მოკლულთა თითქმის 90% ჩაცხრილულია. ამის შესახებ კიევი ოლქში მდებარე ქალაქის მერმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ანატოლი ფედორუკის თქმით, მთლიანად დანგრეულია 112 კერძო სახლი, 18 მრავალსართულიანი კორპუსი კი საარტილერიო შეტევის შედეგად დაზიანდა და დაიწვა.
6 აპრილის მონაცემებით, ბუჩაში 320 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.