მოიხსნება, თუ არა კომენდანტის საათი ვაქცინირებული ადამიანებისთვის – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინირებულმა პირბემა განსაკუთრებული შეღავათებით ისარგებლონ, თუმცა, ამავდროულად აცხადებს, რომ საკითხი რთულად დასამემენტებელი იქნება. მისივე განცხადებით, ახლა, მთავარია მოსახლეობა აიცრას.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში, სადაც დღეს ვაქცინაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვაქცინირებული პირები “მწვანე ბარათებს” იღებენ. აღნიშნული ბარათი შესაძლებლობას იძლევა, ვაქცინირებულებმა, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ყოფნით ისარგებლონ. ეს ერთგვარი წამახალისებელი მიდგომაა.