საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, დამსაქმებლებს მოუწოდებს, თავიანთი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით მოეკიდონ.
“მოვუწოდებ ყველა დამსაქმებელს, ისინი ვალდებულები არიან თვალყური ადევნონ თავიანთი დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ დაუშვან არავინ სამსახურში მომატებული ტემპერატურით, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, დამსაქმებლებმა ისინი ცხელების ცენტრში უნდა გადაამისამართონ,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ არ იქნება ურიგო, თუკი სამსახურები დისტანციურ მუშაობაზე გადავლენ.