გელოდებით, მაგრამ თქვენ არ მოდიხართ – უთხრა მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერმა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს შემთხვევით სტამბულის აეროპოპორტში შეხვდა.
სააკაშვილმა ახალგაზრდა მხარდამჭერს მიუგო, რომ როგორც კი დაუძახებენ, მაშინვე ჩამოვა საქართველოში.
მხარდამჭერი: გელოდებით, რომ ჩამოხვიდეთ საქართველოში.
სააკაშვილი: აი, როცა დამიძახებთ მაშინ ჩამოვალ.
მხარდამჭერი: ჩვენ გელოდებით ყველა, მაგრამ თქვენ არ მოდიხართ…
სააკაშვილი: როგორ არ მოვდივარ კაცო, აგერ პირდაპირ რეისს მოვახტები ეხლა.
მხარდამჭერი: გაიხარეთ, ძალიან მიყვარხარ.