გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი ბრალდებულ სამ პირთან დაკავშირებით, რომელთაც ამნისტია შეეხოთ, სოციალურ ქსელში წერს.
„მკვლელები არ გამოუშვიათ, იქ არიან სადაც უნდა იყვნენ საუბარია სამ საბურთალოელ პირზე, რომლებიც ჩხუბის ეპიზოდში იყვნენ დაჭერილები და გიოს მკვლელობასთან არანაირ შემხებლობაში არ არიან,“ – წერს ანი შაქარაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანების ეპიზოდზე სამ საბურთალოელს ამნისტია შეეხო. დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ, ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილს მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეწყდა.