საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად დამძიმდა და მესამე პრეზიდენტს უკვე მეხსიერების პრობლემები აქვს.
“მიხეილ სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის. ფიზიკურად ეტყობა ეს ძალიან. მას უკვე აქვს კომუნიკაციური პრობლემები და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები. ვერ იხსენებს ადამიანების სახელებს. ჯერჯერობით ჩემი ახსოვს, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელიც ვერ გაიხსენა. ეს არ ვიცი რისი სიმპტომია, ალბათ ექიმებმა უნდა თქვან”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
ნიკა გვარამია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში 35-ე დღეა შიმშილობს.