საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნების გეგმებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას დღეს გეგმავს. შესაბამისი პოსტი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა.
„ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით“,- დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.