LIVE TV
ხუთშაბათი, ივნისი 30, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ვის აქვს ყველაზე დიდი მზრუნველობა გაწეული? ეს არის ბიძინა ივანიშვილი – დავით უსუფაშვილი

დაპოსტა 2022/06/23-ში
გაზიარება

მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარი დედის შემდეგ ვის აქვს ყველაზე დიდი მზრუნველობა გაწეული 2003-დან 2008 წლამდე? ეს არის ბიძინა ივანიშვილი – „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო 10 წელი სასჯელი გამოვიწერე; პასუხისმგებლობას ვატარებ და ხალხთან თავჩაღუნული დავდივარ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, ისე „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად არის და პასუხს არავინ არაფერზე აგებს.

„ჩვენ მივიღეთ კვლავ ლაპარაკი იმაზე, რა გააფუჭა წინა ხელისუფლებამ. რა გაფუჭდა და რა არ გაკეთდა მაშინ. უკვე ამის სერიოზულად კომენტირებაც შეუძლებელია. ვინ მესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებულ საქმეებზე? – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარი დედის შემდეგ ვის აქვს ყველაზე დიდი მზრუნველობა გაწეული 2003-დან 2008 წლამდე? ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ის პერიოდია, როცა გირგვლიანის საქმეც ხდებოდა, „იმედის“ დარბევაც, 7 ნოემბერიც, ბიზნესის დაწიოკებაც, ადამიანების ციხეებში ჩაყრაც. ვინ აფინანსებდა ამას? ბიძინა ივანიშვილი არ აფინანსებდა 2008 წლამდე? ერთი დღე არ ვმდგარვარ სააკაშვილის გვერდით. მე მიხსნით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობა“? უმადურობაა, რასაც აკეთებთ. 4 წელი „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო 10 წელი სასჯელი გამოვიწერე, პასუხისმგებლობა მაქვს არა თქვენი, არამედ ხალხის წინაშე, რადგან იმ 4 წელში ვერ დავაყენეთ „ქართული ოცნება“ სწორ გზაზე, ვერც ბიძინა ივანიშვილი გადავარჩინეთ ოლიგარქობისგან, ვერც ქვეყანა გადავარჩინეთ იმისგან, რომ სამართალდამცავი სისტემა, უშიშროება, სასამართლო სისტემა, რაც ამ ხალხმა შექმნა, გადაგებარებინათ და იგივე გაეკეთებინათ. ეს ვერ მოვახერხეთ. ამის პასუხისმგებლობას ვატარებ და ხალხთან თავჩაღუნული დავდივარ. ვინაა კიდევ დამნაშავე ამ ქვეყანაში, არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს ხალხი [„ნაციონალური მოძრაობა“] ამბობს, რომ იმ წლებში ყველაფერი კარგად იყო, თქვენ [„ქართული ოცნება“] ამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის. არ ვიცი, მე და ზილფიმიანი ვართ, ალბათ, დამნაშავე, ჩვენ გაგვიფუჭებია ეს ქვეყანა მაშინაც და ახლაც. ასე ევროპაში ვერ შევალთ. ევროპა იმიტომ გვინდა, რომ ევროპაშია ის სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ხელისუფლებაში მოსული ადამიანები სახელისუფლებო თრობაში არ ჩავარდებიან, ხელისუფლებას არ ჩაებღაუჭებიან, მერე ამის გამო ყველაფერზე არ წავლენ და ევროკავშირთან დაკავშირებით იმაზე არ ისაუბრებენ, რაც დღესაც მოვისმინეთ ამ ტრიბუნიდან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც მოხუცებს აბრუებდა და ძარცვავდა

ივნისი 30, 2022
55
A motorcyclist police officer escorts and guards the police van carrying Army Captain Nicholas Metaxas from the court to the Cypriot central prison in capital Nicosia, Cyprus, Monday, June 24, 2019.  A Cypriot army captain on Monday tearfully apologized to the families of seven foreign women and girls for the "unjust pain" he has caused them after pleading guilty to a dozen charges of premeditated murder and kidnapping.  (AP Photo/Petros Karadjias)
მთავარი

მოხუცების მომვლელად წლების წინ წასული ქართველი ქალი ათენში ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ის საბერძნეთში მომვლელად 16 წელი მუშაობდა. ქალი ძარცვის რამდენიმე ეპიზოდშია მხილებული. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ათენში ეძებდა მომვლელის ვაკანსიებს,...

დაწვრილებით

“წყალტუბოს ახალი სიცოცხლე” – როდის განხორციელდება დაპირებული გეგმა

ივნისი 30, 2022
39
მთავარი

"წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" – კურორტის განახლების გეგმას მთავრობა ივლისის პირველ ნახევარში წარადგენს. ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქონების ეროვნული სააგენტო 180 ათას ლარიან გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. ამ ღონისძიებაზე პოტენციური...

დაწვრილებით

მაგთი კვლავ ზრდის ტარიფებს – ნახეთ რა დაგიჯდებათ მომსახურება

ივნისი 30, 2022
241
მთავარი

მაგთის აბონენტებმა სატარიფო ცვლილების შესახებ სატელეფონო შეტყობინება მიიღეს.  კომპანიის  ოფიციალური  ვებ-გვერდის ინფორმაციით,  მომხმარებლებს  ზოგიერთ მომსახურეობაზე ტარიფები  უძვირდებათ, გარდა ამისა ივლება პაკეტებიც. ცვლილბები შეეხო როგორც მობილურ, ასევე ფიქსირებული ინტერნეტს და სატელევიზიო...

დაწვრილებით

აქვს ტვინის შერყევა და ნაკერები თავზე – რას ამბობს ბიჭის დედა, რომელიც საყურის გამო სცემეს

ივნისი 30, 2022
33
მთავარი

თბილისში, თემქაზე 24 წლის ბიჭს საყურის ტარების გამო სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოში იმყოფება. ის კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს....

დაწვრილებით

სად არის მოძრაობა სრულიად აკრძალული

ივნისი 30, 2022
14
მთავარი

აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მომატებული ბზარების და ქვისცვენის გამო, არსებობს გზის სავალი...

დაწვრილებით

ამერიკის ელჩი საქართველოში ჯიემპიპის პროგრამაში მონაწილე მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ივნისი 30, 2022
9
მთავარი

https://www.youtube.com/watch?v=-TaLTnApkII მედია პარტნიორობის პროგრამის მონაწილეებმა ჯი ემ პი პი პროგრამის მრავალწლიანი მუშაობა შეაჯამეს. მედია პატნიორობის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერითა და ,,აირექსის“ ორგანიზებით ათობით ტელევიზიის რადიოსა და ონლაინ მედიის წარმომადგენელთა...

დაწვრილებით

მამაკაცს 10 დღეა უშედეგოდ ეძებენ

ივნისი 30, 2022
32
მთავარი

ახლობლები დავით ყურავას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ისინი საზოგადოებას თხოვნით მიმართავენ: „გთხოვთ გააზიარეთ დაიკარგა... 19 ივნისს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა, 20 ივნისის შემდეგ კი სატელეფონო კავშირიც გაწყდა. უკვე რამდენიმე...

დაწვრილებით

დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს – ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების ერთობლივი განცხადება

ივნისი 30, 2022
24
მთავარი

დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების, მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარის და დიმიტრი ხუნდაძის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული....

დაწვრილებით

რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგუს სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრებზე

ივნისი 30, 2022
36
მთავარი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე – „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ" და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპული სასამართლოს შეფასებით,...

დაწვრილებით

ქადაგებებში შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი – საპატრიარქოს განცხადება

ივნისი 30, 2022
14
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: "ბოლო დღეებში რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებამ, რომლითაც მათ შეაფასეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევით სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში და საპატრიარქოს...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
Positive test result by using rapid test for COVID-19, quick fast antibody point of care testing.
მთავარი

რომელი კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ჩაუტარდებათ PCR ტესტირება ორ კვირაში ერთხელ

იანვარი 20, 2021
4.4k
მთავარი

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა

დეკემბერი 9, 2020
546
მთავარი

ბელარუსში აქციის მონაწილების დაკავება გრძლდება

აგვისტო 19, 2020
148





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!